ჩვენი სერვისები

Capital Europe Consultants გთავაზობთ კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგებულ ღონისძიებების მენეჯმენტის პაკეტებს ქვემოთ
მოცემული სერვისების ჩამონათვალიდან.

კონსულტაცია ღონისძიების თაობაზე

რჩევების მიცემა ღონისძიებების მომზადების ყველა საფეხურზე, ლოგისტიკური დაგეგმვით დაწყებული და კომუნიკაციის, ადმინისტრირებისა და ფინანსური შეფასებით დამთავრებული.

ღონისძიების შეფასება, ბიუჯეტის შედგენა და ანგარიშგება

ღონისძიების დეტალური ფინანსური გათვლებისა და შეფასების მომზადება, აგრეთვე ღონისძიების შემდგომი ანგარიშგება და ანალიზი ჩვენს კლიენტებთან ერთად შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

ღონისძიების ადმინისტრირება

ღონისძიების ყველა ასპექტის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის, დელეგატებთან კომუნიკაცია, სავიზო მომსახურება და მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ასევე სათანადო დოკუმენტაციის
მომზადება.

მგზავრობის ორგანიზება

დელეგატების ყოველგვარი სახის გადაადგილებისა და მგზავრობის კოორდინაცია, ავიაბილეთების დადასტურება-დაჯავშნით დაწყებული და აეროპორტის
ტრანსფერით დამთავრებული, კლიენტი ორგანიზაციის სამგზავრო პოლიტიკის შესაბამისად.

კონტრაქტებზე მოლაპარაკება მომსახურების ადგილობრივ მიმწოდებლებთან

კლიენტის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ და ვჯავშნით სანდო რეპუტაციის მქონე მიმწოდებლებს, საკონფერენციო დარბაზებით, განთავსებით, კვებით (ქეითერინგით) დაწყებული და მთარგმნელობითი სერვისებით, შესაბამისი აუდიოვიზუალური და სინქრონული თარგმნის აღჭურვილობით დამთავრებული. ამავდროულად, ვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას კონკურენტულ კონტრაქტებზე მოლაპარაკების პროცესში.

დღის განრიგის შედგენა და მომხსენებლების მოწვევა

კლიენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის შედგენასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას, მათ შორის, საკონფერენციო თემების კვლევას, დარგობრივ ექსპერტებთან გასაუბრებასა და მომხსენებლების
მოწვევას.

მარკეტინგული მასალების დამზადება

სრული მარკეტინგული მომსახურება, მათ შორის, მაღალი ხარისხის ბეჭდური მასალების, დელეგატების სამკერდე ნიშნებისა და საინფორმაციო პაკეტების, სარეკლამო მასალებისა და ბანერების დამზადება.

მენეჯმენტი ღონისძიების ჩატარების ადგილზე

მენეჯმენტის სრული სერვისი ღონისძიების ჩატარების ადგილზე, რაც უზრუნველყოფს კლიენტის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ღონისძიების განმავლობაში.

ღონისძიების საბოლოო შეჯერება

ღონისძიების შემდგომ ბუღალტრული აღრიცხვა, ანგარიშგება, ანალიზი და რეკომენდაციები.