ჩვენ შესახებ

Capital Europe Consultants საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებების მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფია, რომელიც საქმიანობს ევროპის,
აღმოსავლეთ პარტნიორობისა
და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მისი სათავო
ოფისი მდებარეობს ლონდონში და საქმიანობას ახორციელებს რეგიონული ოფისების მეშვეობით პარიზში - Capital Europe Consultants FR და თბილისში - Capital Europe Consultants GE.

ჩვენი მიზანია დახმარება გავუწიოთ ორგანიზაციებსა და კომპანიებს თავიანთი პოლიტიკისა და კომერციული საქმიანობის პოპულარიზაციაში საერთაშორისო დონეზე ღონისძიებების მართვის ეფექტიანი, მოქნილი და ეკონომიკურად მომგებიანი სერვისების შეთავაზებით.

ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო გამოცდილება ოპერაციული ეფექტიანობით და მაღალი დარგობრივი სტანდარტებისა და გეოგრაფიული ცოდნის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: ჩვენი სერვისები.

ჩვენი პროექტები მრავალფეროვანია როგორც მასშტაბით, ისევე მოცულობით. 2017 წლიდან ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეკონტრაქტორი და ღონისძიებების ერთადერთი ოპერატორი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Energy-ს I და II ფაზების პროექტებში, რომლებსაც ახორციელებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA). დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული: ჩვენი პროექტები.

ჩვენი კლიენტები